вторник, 26 июля 2011 г.

შემაჯამებელი რიცხვითი მახასიათებლები


1. პროექტის  სახელწოდება:  შემაჯამებელი  რიცხვითი  მახასიათებლები.
2. პროექტის  მთავარი  იდეა(თემა):  ამ პროექტის განხორციელებისას მოსწავლეები ისწავლიან  რიცხვითი  მახასიათებლების  გამოთვლას  და  გამოთვლიან  თავიანთი მიმდინარე   შეფასებების  საშუალოს.
3. პროექტის  აქტუალობა: მოსწავლეთა  ცნობიერების  ამაღლება  შემაჯამებელ  სამუშაოებთან  მიმართებაში, ჯგუფურ  მუშაობაში, კითხვებზე  პასუხის  გაცემით  სხვადასხვა  საკითხში  ჩაღრმავება, ინფორმაციის   მოძიება. ეს  დავალება  დაეხმარება მოსწავლეებს  შეაფასოს  თავისი  თავი  და  გაუღვიძოს  სურვილი  უკეთესი ცოდნის  მისაღებად.
4. პროექტის  მიზნები: განვუვითაროთ  მოსწავლეებს  კვლევის , ინფორმაციის მოძიების  ცხრილების , დიაგრამების, გრაფიკებისა  და  სხვადასხვა  ნახაზების შედგენის  უნარჩვევები  .   განვუვითაროთ  უნარები  განსაზღვროს  მოდალური კლასი  და  გამოთვალოს  საშუალო, მედიანა, მოდა  და  დიაპაზონი დაჯგუფებულ მონაცემთა  სიმრავლისათვის, გაითვალისწინოს  რეალურ  ვითარებაში  გადაწყვეტილების  მიღებისას. გააკეთოს  მონაცემთა  ანალიზი  და  ჩამოაყალიბოს  დასკვნები.
5. მონაწილეთა  ასაკი: 15-16  წელი
6. ვადები/ხანგრძლივობა: 1 თვე
7. მოსალოდნელი  შედეგები: მთავარი  შედეგი  იქნება  ის,  რომ  მოხდება  მოსწავლეთასაკუთარი  თავის ფასეულობების ,  ცოდნის  ამაღლება. მოსწავლეები  სხვადასხვარესურსების,  სახელმძღვანელოების,  გამოკითხვის, ინტერნეტით ძიების გამოყენებით შეიძენენ  კვლევის, ინფორმაციის  მოძიების  უნარ-ჩვევებს. შესაძლოა  ცხრილების,დიაგრამების, სხვადასხვა  ნახაზების  შექმნა. მოსწავლეთა  ჯგუფური  მუშაობის შედეგი  იქნება, თუ  მოსწავლე   ითვლის  და  იყენებს  შემაჯამებელ  რიცხვით  მახასიათებლებს დაუჯგუფებელ მონაცემთა ერთობლიობის დასახასიათებლად/ შესადარებლად და  მოსაზრებათა/არგუმენტების  შესაფასებლად, განსაზღვრავს  მოდალურ  კლასს  და  აფასებს  საშუალოს, მედიანას  და  დიაპაზონს  დაჯგუფებულ  მონაცემთა სიმრავლისათვის, ითვალისწინებს  მათ  რეალურ  ვითარებაში  გადაწყვეტილების მიღებისას. მოსწავლე  გამოთვლის  სხვადასხვა  საგანში  თავის  საშუალო  ქულას  და თუ  არ  დაკმაყოფილდება  ამ  ქულით , ის  გააუმჯობესებს  მისი  ცოდნის  დონეს.
8.  პროექტისთვის  საჭირო ძირითადი  რესურსები: რვეული, საწერკალამი, სახაზავი, ფანქარი, ცარცი , დაფა.
9. პროექტის  მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):  მასწავლებელი   წინასწარ  შეარჩევს თემას პროექტისთვის  მოსწავლეებთან  ერთად. კლასს დაყოფს  ჯგუფებად შემდეგნაირად: მოსწავლეები  გაითვლიან  I,II,III,IV-ზე, I-ები  I  ჯგუფში  მოხვდებიან,II-ები  -     II ჯგუფში, III-ები  -  III  ჯგუფში  და  IV-ები  -   IVჯგუფში. სასურველია
ჯგუფში  3-4  მოსწავლე  იყოს. ჯგუფები  ირჩევენ  თავიანთ  ლიდერებს, რომლებიც შეასრულებენ  ჯგუფზე  მიცემული  დავალების  პრეზენტაციას. მასწავლებელი  ჯგუფებს 
აძლევს  სხვადასხვა  დავალებას. მასწავლებელი  საკლასო  ჟურნალიდან   დაფაზე  წერს
ერთ-ერთი  მოსწავლის  რომელიმე  თვეში  მათემატიკაში  მიღებულ  ქულებს.
I ჯგუფს  აძლევს  დავალებას:  ამ   მონაცემებით  შეავსეთ  სიხშირეთა  ცხრილი.
II ჯგუფის  დავალებაა: ამ  მონაცემებით  ოპოვეთ  მოდა  და  მედიანა.
III ჯგუფის  დავალებაა:  ამ  მონაცემებით  იპოვეთ  საშუალო  და  გაბნევის  დიაპაზონი.
IV ჯგუფის დავალებაა: ამ  მონაცემებით  იპოვეთ  სტანდარტული  გადახრა.
მოსწავლეები  ჯგუფებში  მუშაობენ  და  შემდეგ  ჯგუფის  ლიდერები   აკეთებენ  პრეზენტაციას  დაფასთან. მოსწავლეები  მსჯელობენ  და  აწყობენ  დისკუსიას. ისახავენ მიზნად  გამოთვალონ  თავიანთი შეფასებების  საშუალო  და აიმაღლონ  ცოდნის  დონე. მოსწავლეები  და  მასწავლებელი  ერთად  მსჯელობენ  და  არჩევენ  თემას  შემდეგი პროექტისათვის. ამის  შემდეგ  მოსწავლეთა  შეფასების  რუბრიკის  საშუალებით მასწავლებელი  ახდენს  პროექტის  შემაჯამებელ  შეფასებებს.
10. ეროვნულ  სასწავლო  გეგმასთან  კავშირი: პროექტი  ტარდება  მათემატიკის   გაკვეთილზე   მათემატიკის  სტანდარტების  მიხედვით.
11. პროექტის  ხელმძღვანელი(მასწავლებელი):  ზეინაბ   ცხადაძე
12. ხელმძღვანელის  ელ.ფოსტა: mirzameri@gmail.com

გაკვეთილის გეგმა:  გაყოფადობის ნიშნები

Комментариев нет:

Отправить комментарий